ბრალის გამომრიცხველი გარემოებები
ბრალის გამომრიცხველი გარემოებები

შეცდომა

1. ის, ვინც არ იცის, რომ ქმედება, რომელსაც სჩადის, აკრძალულია, არ დაისჯება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა შეცდომა მისატევებელია.

2. შეცდომა მისატევებელია, თუ შექმნილ ვითარებაში პირმა არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ სჩადიოდა აკრძალულ ქმედებას.

3. როცა შეცდომა მისატევებელი არ არის, პირს შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა მხოლოდ გაუფრთხილებლობისათვის, თუ ამ ქმედების გაუფრთხილებლობით ჩადენა ისჯება ამ კოდექსით.

 

ბრძანების ან განკარგულების შესრულება

1. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება იმას, ვინც სავალდებულო ბრძანების ან განკარგულების შესრულებისას დააზიანა სამართლებრივი სიკეთე. ასეთი ზიანისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება იმას, ვინც მართლსაწინააღმდეგო ბრძანება ან განკარგულება გასცა.

2. წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი ბრძანების ან განკარგულების შესრულებისათვის პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება საერთო წესით, თუ არ არსებობს ბრალის გამომრიცხველი სხვა გარემოება.

 

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება

სხვა არაბრალეული ქმედების დროს ბრალეულად არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს სხვა ისეთი გარემოების არსებობისას, რომელიც თუმცა ამ კოდექსში სახელდებით არ არის მოხსენიებული, მაგრამ სავსებით აკმაყოფილებს ამ ქმედების არაბრალეულობის პირობებს.

სერვისები