საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა
საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა

საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა

1. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ნიშნავს მსჯავრდებულის უსასყიდლო შრომას, რომლის სახეს განსაზღვრავს პრობაციის ბიურო.

2. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ინიშნება ორმოციდან რვაას საათამდე ვადით. ჯარიმის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლის შემთხვევაში, ან ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ანდა თუ მხარეთა შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება, იგი შეიძლება დაინიშნოს უფრო მეტი ვადითაც. ყოველდღიურად საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს რვა საათს.

3. თუ მსჯავრდებული უარს განაცხადებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომაზე ან განზრახ თავს აარიდებს მას, ეს სასჯელი შეიცვლება ჯარიმით, შინაპატიმრობით ან თავისუფლების აღკვეთით. ამასთანავე, დრო, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებული იხდიდა ამ სასჯელს, ჩაითვლება შინაპატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხუთი საათი – შინაპატიმრობის ერთი დღე, თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე.

4. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა არ დაენიშნება პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდებს, ორსულ ქალს, ქალს, რომელსაც ჰყავს შვიდ წლამდე შვილი, საპენსიო ასაკის პირს, აგრეთვე გაწვეულ სამხედრო მოსამსახურეს.

5. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა დამატებით სასჯელად შეიძლება დაინიშნოს იმ შემთხვევაშიც, როდესაც იგი ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით სასჯელის სახით გათვალისწინებული არ არის.

 

გამასწორებელი სამუშაო

1. გამასწორებელი სამუშაო ინიშნება ერთი თვიდან ორ წლამდე ვადით და მოხდილი უნდა იქნეს მსჯავრდებულის სამუშაო ადგილზე.

2. გამასწორებელი სამუშაოს დანიშვნისას მსჯავრდებულის ხელფასიდან სახელმწიფოს შემოსავალში დაიქვითება თანხა განაჩენით დადგენილი ოდენობით არანაკლებ ხუთისა და არა უმეტეს ოცი პროცენტისა.

3. თუ მსჯავრდებული განზრახ თავს აარიდებს გამასწორებელ სამუშაოს, ეს სასჯელი შეიცვლება შინაპატიმრობით ან თავისუფლების აღკვეთით. ამასთანავე, დრო, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებული იხდიდა ამ სასჯელს, ჩაითვლება შინაპატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: გამასწორებელი სამუშაოს ერთი დღე – შინაპატიმრობის ერთი დღე; გამასწორებელი სამუშაოს სამი დღე – თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე.

სერვისები