სასჯელის დანიშვნა დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს
სასჯელის დანიშვნა დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს

1. დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელი ინიშნება თითოეული დანა­შაუ­ლისათვის.

2. დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.

3. დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს სა­ბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკა­ც­რი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზ­ღვ­რუ­ლი სასჯელები ნაწილობრივ ან მთლია­ნად შეიკრიბება. ამასთანავე, დანაშაულის რეცი­დივის შემთხვევაში ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სა­ხით დანიშნული საბოლოო სას­ჯელის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 წელს.

4. ამ მუხლის მე-2 ან მე‑3 ნაწილით განსაზღვრული წესით დაინიშნება სას­ჯე­ლი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუ­ძ­ღ­ვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაი­დინა. ამ შემთხვევაში საბოლოო სასჯელში ჩაითვლება სასჯელი, რომელიც პირ­ველი გა­ნა­ჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ.

5. განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბო­ლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა გა­ნა­ჩენ­ით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშ­ნუ­ლი სას­ჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნა­წილს.

6. განაჩენთა ერთობლიობის დროს დანიშნული საბოლოო სასჯელი აითვლება ბო­ლო განაჩენის მიღების დღიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მსჯავრ­დებუ­ლის მიმართ წინა განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადა არ იყო გასული ბოლო დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის. ასეთ შემთხვევაში სასჯელი აითვლება ბოლო განაჩენით გათვალისწინებული დანაშაულისათვის პირის დაკავების დღიდან. განა­ჩენთა ერთ­ო­ბ­ლი­ობის დროს საბოლოო სასჯელად დანიშნული თავისუ­ფლე­ბის აღკვე­თის ვადა არ უნდა აღე­მატებოდეს 35 წელს.

7. დანაშაულთა ან განაჩენთა ერთობლიობის დროს დანიშნული საბოლოო სას­ჯელის ზომა, თუ იგი თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქია, არ უნდა აღე­­მატებოდეს სასჯელის მოცემული სახისათვის ამ კოდექსის ზოგადი ნაწილით გათ­ვა­ლი­სწინებულ მაქსიმალურ ზომას.

8. დანაშაულთა ან განაჩენთა ერთობლიობის დროს ძირითად სასჯელთან ერთად შეიძლება დაინიშნოს დამატებითი სასჯელი. შეჯამებისას დანიშნული საბოლოო დამატებითი სასჯელის ზომა არ უნდა აღემატებოდეს ამ სასჯელის მო­ცე­მული სახისათვის ამ კოდექსის ზოგადი ნაწილით გათვალისწინებულ მაქ­სი­მალურ ზომას.

სერვისები