სამოქალაქო შეთანხმება
სამოქალაქო შეთანხმება

1. პირობით მსჯავრდებულისათვის ამ კოდექსის 67-ე მუხლის პირველ ნაწილ ში მითითებული ორგანოს მიერ პირობითი მსჯავრის გაუქმება და ნასამართლობის მოხსნა შესაძლებელია გამოსაცდელი ვადის ნახევრის გასვლამდეც , თუ პირობით მსჯავრდებულთან პროკურორს გაფორმებული აქვს სამოქალაქო შეთანხმება და პირობით მსჯავრდებულმა ჯეროვნად შეასრულა სამოქალაქო შეთანხმებით განსაზღვრული მოვალეობები, აგრეთვე არ არსებობს ამ კოდექსის 67-ე მუხლის მე- 3 −მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული საფუძვლები და იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად სასამართლოს არ მიუღია გადაწყვეტილება გამოსაცდელი ვადის გაგრძელების შესახებ.

2. პროკურორს შეუძლია, პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევის გათვალისწინებით, მასთან გააფორმოს სამოქალაქო შეთანხმება, თუ მას აქვს სურვილი და შესაძლებლობა, გარკვეულ სფეროში საკუთარი ცოდნა და გამოცდილება სხვებს გაუზიაროს. სამოქალაქო შეთანხმებით განისაზღვრება პირობით მსჯავრდებულის მოვალეობები, ასევე დრო, რომლის განმავლობაშიც უნდა შესრულდეს აღნიშნული მოვალეობები და რომლის გასვლის შემდეგაც პირობით მსჯავრდებულს შეიძლება გაუუქმდეს პირობითი მსჯავრი და მოეხსნას ნასამართლობა.

3. სამოქალაქო შეთანხმებით პირობით მსჯავრდებულის მიერ ნაკისრი მოვალეობების შესრულებაზე ზედამხედველობას ახორციელებს პრობაციის ბიურო, რომელიც პროკურორს პერიოდულად წარუდგენს ინფორმაციას ამ შეთანხმების პირობების შესრულებასთან დაკავშირებით.

სერვისები