სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება ქმედითი მონანიების გამო

1. ის, ვინც პირველად ჩაიდინა დანაშაული, რომლისთვისაც ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება სამი წლით თავისუფლების აღკვეთას, შეიძლება გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ დანაშაულის ჩადენის შემდეგ ნებაყოფლობით გამოცხადდა ბრალის აღიარებით, ხელი შეუწყო დანაშაულის გახსნას და აანაზღაურა ზიანი.

2. ის, ვინც ჩაიდინა სხვა კატეგორიის დანაშაული, შეიძლება გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ ეს გათვალისწინებულია ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით.

 

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება ვითარების შეცვლის გამო

დანაშაულის ჩამდენი შეიძლება გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ დადგინდება, რომ ქმედებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება მიზანშეუწონელია ვითარების შეცვლის გამო.

 

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება

ბრალდებულის საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობის გამო განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც ბრალდებულის მიერ საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობის შედეგად გამოვლინდა თანამდებობის პირის ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირის (პირების) ვინაობა და მისი უშუალო ხელშეწყობით მოხერხდა ამ დანაშაულის გახსნისთვის არსებითი პირობების შექმნა, სასამართლო უფლებამოსილია სრულად გაათავისუფლოს ბრალდებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან.

სერვისები