დანაშაული სიცოცხლის წინააღმდეგ
დანაშაული სიცოცხლის წინააღმდეგ

 განზრახ მკვლელობა განზრახ მკვლელობა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში

1. განზრახ მკვლელობა: ა) მძევლად ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებით; ბ) ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას; გ) სხვა დანაშაულის დაფარვის ან მისი ჩადენის გაადვილების მიზნით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტიდან თოთხმეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

2. განზრახ მკვლელობა: ა) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალისა; ბ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა ან უმწეო მდგომარეობაში მყოფისა; გ) ხულიგნური ქვენა გრძნობით; დ) რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო; დ​1) გენდერის ნიშნით; ე) ჯგუფურად; ვ) ოჯახის წევრის მიმართ, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცამეტიდან ჩვიდმეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

3. განზრახ მკვლელობა: ა) ორი ან მეტი პირისა; ბ) განსაკუთრებული სისასტიკით; გ) ანგარებით ან შეკვეთით; დ) მსხვერპლის სხეულის ორგანოს, ორგანოს ნაწილის ან ქსოვილის გადანერგვის ანდა სხვაგვარად გამოყენების მიზნით; ე) არაერთგზის (გარდა ამ კოდექსის 110-ე–114-ე მუხლებით გათვალისწინებული მკვლელობებისა); ვ) მსხვერპლის ან მისი ახლო ნათესავის სამსახურებრივ საქმიანობასთან ან საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. შენიშვნა: ამ კოდექსში ახლო ნათესავად მიიჩნევა: მშობელი, მშვილებელი, შვილი, მინდობით აღსაზრდელი, პაპა, ბებია, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლე.

სერვისები