დანაშაული ოჯახისა და არასრულწლოვნის წინააღმდეგ
დანაშაული ოჯახისა და არასრულწლოვნის წინააღმდეგ

დანაშაული ოჯახისა და არასრულწლოვნის წინააღმდეგ

1. არასრულწლოვნის დაყოლიება მათხოვრობაზე ან სხვა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაზე, –

ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას სამოცდაათიდან ორას ორმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

2. არასრულწლოვნის გამაბრუებელ ან სამკურნალწამლო საშუალებათა არასამედიცინო მოხმარებაში ჩაბმა, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე. 

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.

 

არასრულწლოვნის მიმართ უკანონო გარიგების განხორციელება შვილად აყვანის მიზნით

1. არასრულწლოვნის ყიდვა ან მის მიმართ სხვა უკანონო გარიგების განხორციელება შვილად აყვანის მიზნით –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

2. არასრულწლოვნის გაყიდვა ან მის მიმართ სხვა უკანონო გარიგების განხორციელება შვილად აყვანის მიზნით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

სერვისები