ეკონომიკური დანაშაული - ყაჩაღობა
ეკონომიკური დანაშაული - ყაჩაღობა

  1. ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით; ბ) ჯგუფურად; გ) სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.

3. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) არაერთგზის; ბ) ბინაში უკანონო შეღწევით; გ) დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.

4. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) ორგანიზებული ჯგუფის მიერ; ბ) იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ან გამოძალვისათვის, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტიდან თხუთმეტ წლამდე.

სერვისები