უკანონო სააღმზრდელო საქმიანობა
უკანონო სააღმზრდელო საქმიანობა

უკანონო სააღმზრდელო საქმიანობა

სააღმზრდელო საქმიანობა „სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის გარეშე ან იმავე კანონით განსაზღვრული ფილიალის სააღმზრდელო საქმიანობა „სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვის გარეშე, ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ ან ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, − ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

შენიშვნა:

1. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის ფიზიკური პირისთვის დანიშნული ჯარიმა არ უნდა იყოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 46​2 მუხლით განსაზღვრული ჯარიმის ორმაგ ოდენობაზე ნაკლები.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.

 

ცრუ მეწარმეობა

ცრუ მეწარმეობა, ესე იგი საწარმოს შექმნა სამეწარმეო საქმიანობის განზრახვის გარეშე, კრედიტის ან სხვაგვარი ქონებრივი სარგებლის მიღების ანდა აკრძალული საქმიანობის დაფარვის მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, –

ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

სერვისები