ყალბი აქციზური მარკების დამზადება, გასაღება ან/და გამოყენება
ყალბი აქციზური მარკების დამზადება, გასაღება ან/და გამოყენება

1. ყალბი აქციზური მარკების დამზადება, გასაღება ან/და გამოყენება, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) არაერთგზის;

ბ) წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ;

გ) დიდი ოდენობით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე.

3. იგივე ქმედება, ჩადენილი მოხელის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.

 

4. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) განსაკუთრებით დიდი ოდენობით;

ბ) ორგანიზებული ჯგუფის მიერ;

გ) იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი ამ თავით გათვალისწინებული ქმედებისათვის, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან თორმეტ წლამდე.

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის დიდ ოდენობად ჩაითვლება 1 000 ცალზე მეტი, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად 5 000 ცალზე მეტი ყალბი აქციზური მარკის დამზადება, გასაღება ან/და გამოყენება

სერვისები