აქციზური მარკების მეორადი გამოყენების მიზნით გასაღება, შეძენა და გამოყენება ან/და მათი სხვა პირისათ
აქციზური მარკების მეორადი გამოყენების მიზნით გასაღება, შეძენა და გამოყენება ან/და მათი სხვა პირისათ

1. პირის მიერ აქციზური მარკების მეორადი გამოყენების მიზნით გასაღება, შეძენა და გამოყენება ან/და სხვა პირისათვის გადაცემა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აქციზური მარკებით ნიშანდებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის იმპორტიორის მიერ აქციზური მარკები საქონელზე დასატანად გადაეცემა იმპორტირებული აქციზური საქონლის მწარმოებელს,–

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 6 თვემდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) არაერთგზის;

ბ) წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ;

გ) დიდი ოდენობით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

3. იგივე ქმედება, ჩადენილი მოხელის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

4. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) განსაკუთრებით დიდი ოდენობით;

ბ) ორგანიზებული ჯგუფის მიერ;

გ) იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი ამ თავით გათვალისწინებული ქმედებისათვის, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის დიდ ოდენობად ჩაითვლება 1 000 ცალზე მეტი, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად 5 000 ცალზე მეტი აქციზური მარკის მეორადი გამოყენების მიზნით გასაღება, შეძენა და გამოყენება ან/და მათი სხვა პირისათვის გადაცემა. აქციზური მარკების მეორად გამოყენებად ითვლება მათი ნიშანდებული საქონლიდან აძრობა და სხვა ანალოგიური სახეობის არამარკირებულ საქონელზე დატანა.

სერვისები