სააღსრულებო სამართალი
სააღსრულებო სამართალი

საადვოკატო ბიურო „OK & CG“ გთავაზობთ სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში იურიდიული მომსახურების გაწევას, წარმომადგენლობას სააღსრულებო ბიუროს შესაბამის სამსახურში, აღსრულების მიზნით დანიშნულ აუქციონებში წარმომადგენლობას, სააღსრულებო წარმოების პროცესში მხარის წარმომადგენლობას აღსრულების გადადების, შეწყვეტის ან შეჩერების საკითხებთან დაკავშირებით.

 

ცნობისთვის, სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, აღსრულებას ექვემდებარება

ა) სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება, გარდა ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებისა;

ბ) სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი სასამართლო განაჩენი ფიზიკური პირისათვის ან/და იურიდიული პირისათვის სასჯელის სახით ჯარიმის დაკისრების ან/და ქონების ჩამორთმევის შესახებ;

გ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს მიერ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული გადაწყვეტილება;

დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო დადგენილება ქონებრივი გადახდევინებისა და ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების ნაწილში;

ე) სასამართლოს ბრძანება ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ;

ვ) სასამართლოს გადაწყვეტილება მოვალის (გადასახადის გადამხდელის) საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული, ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ;

ზ) საქართველოს საერთო სასამართლოს თავმჯდომარის ან სხდომის თავმჯდომარის (მოსამართლის) განკარგულება სასამართლოში წესრიგის დამრღვევი პირის დაჯარიმების ან დაპატიმრების შესახებ;

თ) მოსამართლის ბრძანება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII​8 თავით გათვალისწინებულ საკითხებზე;

ი) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის თანახმად, საქართველოსთვის სავალდებულოა;

კ) უცხო ქვეყნის სასამართლოს, აგრეთვე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის აღსრულებაც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით;

ლ) არბიტრაჟის გადაწყვეტილება;

მ) უცხო ქვეყნის არბიტრაჟის ან საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილება, რომლის აღსრულებაც გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით;

ნ) სანოტარო აქტი;

ო) გირავნობის მოწმობა;

პ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;

ჟ) ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს, საქართველოს ეროვნული ბანკისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები სანქციის სახით ჯარიმის დაკისრების შესახებ;

რ) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შედეგად სახელმწიფო ქონებისათვის ან/და თვითმმართველი ერთეულის ქონებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ;

ს) რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიის და მისი კომიტეტის გადაწყვეტილებები;

ტ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;

უ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ (შემდგომ − დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება) და აღსრულების შესახებ ბრძანება;

ფ) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII​13 თავით გათვალისწინებული პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის შესახებ მოსამართლის ბრძანება;

ქ) ლიზინგის მოწმობა. 

სერვისები