ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდის დამზადება ან გასაღება
1. ყალბი საბანკო ბილეთის, ლითონის მონეტის, ფასიანი ქაღალდის ან ვალუტის დამზადება, შეძენა, შენახვა გასაღების მიზნით ან გასაღება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) დიდი ოდენობით; ბ) ასეთი დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ; გ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე;
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.
4. ყალბი საბანკო ბილეთის, ლითონის მონეტის, ფასიანი ქაღალდის ან ვალუტის დასამზადებელი ნებისმიერი სახის საბეჭდი ფორმის, მატრიცის, ქაღალდის, საღებავის და სხვა საგნის ან ნივთიერების უკანონოდ დამზადება, შეძენა, შენახვა ან გადაზიდვა გასაღების მიზნით ან გასაღება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით დიდ ოდენობად ითვლება ყალბი საბანკო ბილეთი, ლითონის მონეტა, ფასიანი ქაღალდი ან ვალუტა, რომლის რაოდენობრივი მაჩვენებელი აღემატება ათი ათას ლარს.
ფასიანი ქაღალდების ბაზრის წესის დარღვევა
1. განზრახ სათანადო ნებართვის მიუღებლად ფასიანი ქაღალდის საჯარო შეთავაზება ემისიის პროსპექტის გარეშე ან შეჩერებული ემისიის პროსპექტით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე. 2. ემისიის პროსპექტში არსებითი ფაქტის ან მოვლენის განზრახ გამოტოვება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.