„ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის შედეგად მატერიალური სარგებლის ან მატერიალური უპირატესობის მი
„ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის შედეგად მატერიალური სარგებლის ან მატერიალური უპირატესობის მი

„ქურდული სამყაროს“ წევრისთვის/„კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვა ან ამ მიმართვის შედეგად მატერიალური სარგებლის ან მატერიალური უპირატესობის მიღება

1. პირის მიერ „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის/„კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვა „ქურდული გარჩევის“ განხორციელების ან თავისთვის ან/და სხვისთვის მატერიალური სარგებლის ან მატერიალური უპირატესობის მისაღებად ნებისმიერ პირზე ან ნებისმიერი პირის მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენის მოხდენის მიზნით, მიუხედავად იმისა, „ქურდული სამყაროს“ წევრმა/„კანონიერმა ქურდმა“ განახორციელა თუ არა რაიმე ქმედება ან/და დადგა თუ არა ამ პირისთვის სასურველი შედეგი, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე, ჯარიმით ან უამისოდ.

2. მესამე პირის მიერ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განხორციელების შედეგად წინასწარი შეცნობით მატერიალური სარგებლის ან მატერიალური უპირატესობის მიღება – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე, ჯარიმით ან უამისოდ.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან რვა წლამდე, ჯარიმით ან უამისოდ. შენიშვნა: სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი პირი, თუ მან ამის თაობაზე ნებაყოფლობით განუცხადა სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელ ორგანოს და მისი საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობის შედეგად ირკვევა მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა ან/და მისი უშუალო ხელშეწყობით შეიქმნა ასეთი დანაშაულის გახსნისათვის არსებითი პირობები, თუკი მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები. პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელი ორგანო.

სერვისები