პიროტექნიკური ნაკეთობის აღრიცხვის, შენახვის, გადაზიდვის, გამოყენების ან გადაგზავნის წესის დარღვევა
პიროტექნიკური ნაკეთობის აღრიცხვის, შენახვის, გადაზიდვის, გამოყენების ან გადაგზავნის წესის დარღვევა

ფეთქებადი, ადვილად აალებადი, მწვავე ნივთიერების ან პიროტექნიკური ნაკეთობის აღრიცხვის, შენახვის, გადაზიდვის, გამოყენების ან გადაგზავნის წესის დარღვევა

ფეთქებადი, ადვილად აალებადი, მწვავე ნივთიერების ან პიროტექნიკური ნაკეთობის აღრიცხვის, შენახვის, გადაზიდვის ან გამოყენების წესის დარღვევა, აგრეთვე მისი უკანონო გადაგზავნა ფოსტით ან ბარგით, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

 

ბირთვული მასალის, რადიაქტიური ნარჩენის, რადიაქტიური ნივთიერების ან მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროსადმი მოპყრობის წესის დარღვევა

1. ბირთვული მასალის, რადიაქტიური ნარჩენის, რადიაქტიური ნივთიერების ან მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროს შეძენის, შენახვის, დამარხვის, ფლობის, გამოყენების, გადამუშავების, გამოცდის, გადაცემის, აღრიცხვის, გადაზიდვის, ექსპორტ-იმპორტის ან მისდამი მოპყრობის სხვა წესის დარღვევა, რასაც შეეძლო გამოეწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

2. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) ჯგუფურად; ბ) არაერთგზის, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.

სერვისები