ფსიქოტროპული ან ძლიერმოქმედი ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტის ან სხვა დოკუმენტის დამზადება გასაღების მიზნით ან გასაღება
1. ფსიქოტროპული ან ძლიერმოქმედი ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტის ან სხვა დოკუმენტის დამზადება გასაღების მიზნით ან გასაღება, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით სამ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) არაერთგზის ან სხვისთვის მომსახურების გაწევის მიზნით;
ბ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ერთ წლამდე ან უამისოდ.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
ა) დიდი ოდენობით;
ბ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან თერთმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.