სატრანსპორტო საშუალების უხარისხო რემონტი, ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტის საექსპლუატაციოდ გაშვება
სატრანსპორტო საშუალების უხარისხო რემონტი, ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტის საექსპლუატაციოდ გაშვება

სატრანსპორტო დანაშაული - სატრანსპორტო საშუალების უხარისხო რემონტი, ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტის საექსპლუატაციოდ გაშვება

1. სატრანსპორტო საშუალების, გზის, სიგნალიზაციის, კავშირგაბმულობის საშუალების ან სხვა სატრანსპორტო მოწყობილობის უხარისხო რემონტი, აგრეთვე ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტის საექსპლუატაციოდ გაშვება, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მდგომარეობისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

2. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე.

სერვისები