სატრანსპორტო დანაშაული
სატრანსპორტო დანაშაული

 გემის კაპიტნის მიერ განსაცდელში მიტოვება 

 გემის კაპიტნის მიერ განსაცდელში მიტოვება იმისა, ვინც ზღვაში ან სხვა წყალსავალ გზაზე იღუპებოდა, თუ კაპიტანს შეეძლო მისი დახმარება გემისთვის, ეკიპაჟისთვის ან მგზავრისთვის სერიოზული საფრთხის შექმნის გარეშე, – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

ფრენის საერთაშორისო წესის დარღვევა

1. ნებადართული მარშრუტის, მითითებული ფრენის სიმაღლის, დაჯდომის ადგილის, საჰაერო ჭიშკრის დაუცველობა ან ფრენის საერთაშორისო წესის სხვა დარღვევა, – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

2. იგივე ქმედება, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა დასახლებულ უბანს, – ისჯება შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

 

ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის წესის დარღვევა

1. მგზავრის, ფეხით მოსიარულის ან მოძრაობის სხვა მონაწილის (გარდა ამ კოდექსის 275-ე ან 276-ე მუხლით გათვალისწინებული პირისა) მიერ ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

2. იგივე ქმედება, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით ქმედება, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ცხრა წლამდე.

 

მატარებლის თვითნებური გაჩერება

1. მატარებლის გაჩერება საჭიროების გარეშე, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

2. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე.

 

მაგისტრალური მილსადენის მშენებლობის, ექსპლუატაციის ან რემონტის უსაფრთხოების წესის დარღვევა

1. მაგისტრალური მილსადენის მშენებლობის, ექსპლუატაციის ან რემონტის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

2. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.

სერვისები