საქართველოს კონტინენტური შელფის, ტერიტორიული წყლების ან განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის კანონმდებლო
საქართველოს კონტინენტური შელფის, ტერიტორიული წყლების ან განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის კანონმდებლო

დანაშაული გარემოს დაცვის წესის წინააღმდეგ -  საქართველოს კონტინენტური შელფის, ტერიტორიული წყლების ან განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის კანონმდებლობის დარღვევა

1. საქართველოს კონტინენტურ შელფზე, ტერიტორიულ წყლებში ან მიმდებარე ზონაში ნაგებობის უკანონოდ აღმართვა, მის გარშემო ან განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ხელოვნური კუნძულის, ნაგებობის ან მოწყობილობის ირგვლივ უსაფრთხოების ზონის უკანონოდ დაწესება, აგრეთვე მშენებლობის, რეკონსტრუქციის, ექსპლუატაციის, ნაგებობის დაცვის, ლიკვიდაციის ან კონსერვაციის, ანდა საზღვაო ნაოსნობის უსაფრთხოების წესის დარღვევა ასეთივე დარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

2. საქართველოს კონტინენტური შელფის ან განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის სათანადო ნებართვის გარეშე გამოკვლევა ან დაზვერვა ანდა მისი ბუნებრივი სიმდიდრის დამუშავება ასეთივე დარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

სერვისები