ტყის ან ნარგავის დაზიანება ან განადგურება

დანაშაული გარემოს დაცვის წესის წინააღმდეგ -  ტყის ან ნარგავის დაზიანება ან განადგურება

1. ტყის ან ნარგავის დაზიანება ან განადგურება ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით, ანდა მისი დაბინძურება მავნე ნივთიერებით, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.

2. ტყის ან ნარგავის დაზიანება ან განადგურება ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან რვა წლამდე.

  მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის ან საშეშე მერქნის კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით ტრანსპორტირება

1. მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის ან საშეშე მერქნის კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო დოკუმენტის ან/და სპეციალური ფირნიშით მარკირების გარეშე ტრანსპორტირება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 128​2 მუხლის მე-5, მე-7 ან მე-8 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ − ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, − ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

სერვისები