საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმია
საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმია

დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ -  საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსება ან ამგვარი საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერა

1. ფინანსური სახსრების ან სხვა ქონების ან/და მატერიალური რესურსების შეგროვება ან მიწოდება იმის წინასწარი შეცნობით, რომ ისინი/იგი მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენებული იქნება ან შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის (გარდა ამ კოდექსის 320-ე და 321-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულებისა) ჩასადენად, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) ორგანიზებული ჯგუფის მიერ; ბ) არაერთგზის, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე. 3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება,  რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით.

 

სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულის ქმედითი მონანიება

 ის, ვინც ჩაიდინა ამ კოდექსის 309-ე და 311-ე მუხლებით, 314-ე და 315-ე მუხლების პირველი ნაწილებით და 319-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ ამის თაობაზე ნებაყოფლობით და დროულად განუცხადა ხელისუფლების ორგანოს და თუ თავიდან იქნა აცილებული საქართველოს ინტერესისათვის მოსალოდნელი ზიანი.

სერვისები