ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა
ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა

ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა, ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობა, ტერორისტული ორგანიზაციის შექმნა ან ხელმძღვანელობა

 

1. ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თორმეტ წლამდე.

2. ტერორისტული ორგანიზაციის წევრის მიერ ამ ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობა ან აღნიშნული ორგანიზაციის სახელით ან მისი საქმიანობის ხელშეწყობის ან წახალისების მიზნით ოპერაციების განხორციელება, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან თხუთმეტ წლამდე.

3. ტერორისტული ორგანიზაციის შექმნა ან ხელმძღვანელობა, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე.

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით.

 

ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრებისათვის ან ტერორისტული საქმიანობის განხორციელებისათვის გადაბირება

ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრებისათვის ან ტერორისტული საქმიანობის განხორციელებისათვის პირის გადაბირება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე.

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით.

სერვისები