საჰაერო ან წყლის ხომალდის ტრანსპორტის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება ტერორისტული მიზნით
საჰაერო ან წყლის ხომალდის ტრანსპორტის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება ტერორისტული მიზნით

ტერორიზმი - საჰაერო ან წყლის ხომალდის, რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის ან სხვა საზოგადოებრივი ან სატვირთო ტრანსპორტის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება ტერორისტული მიზნით

1. საჰაერო ან წყლის ხომალდის, რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის ან სხვა საზოგადოებრივი ან სატვირთო ტრანსპორტის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება, ჩადენილი ტერორისტული მიზნით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ცხრა წლამდე.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის მუქარა, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან რვა წლამდე.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის ან მისი ოჯახის წევრის მიმართ; ბ) უცხოეთის ოფიციალური წარმომადგენლის ან საერთაშორისო სამართლებრივი დაცვისადმი დაქვემდებარებული პირის მიმართ; გ) ჯგუფურად; დ) არაერთგზის; ე) ტერორისტული ორგანიზაციის მიერ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ჩვიდმეტ წლამდე.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის მუქარა, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ცხრა წლამდე.

5. ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 ან მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტიდან ჩვიდმეტ წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით.

სერვისები