ქურდობა ამ თავით გათვალისწინებული ერთ-ერთი დანაშაულის ჩადენის მიზნით
ქურდობა ამ თავით გათვალისწინებული ერთ-ერთი დანაშაულის ჩადენის მიზნით, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით.
გამოძალვა ამ თავით გათვალისწინებული ერთ-ერთი დანაშაულის ჩადენის მიზნით
გამოძალვა ამ თავით გათვალისწინებული ერთ-ერთი დანაშაულის ჩადენის მიზნით, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით.
ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება ამ თავით გათვალისწინებული ერთ-ერთი დანაშაულის ჩადენის მიზნით
ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება ამ თავით გათვალისწინებული ერთ-ერთი დანაშაულის ჩადენის მიზნით, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით.