პირის მიერ საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნა
პირის მიერ საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნა

დანაშაული მმართველობის წესის წინააღმდეგ - პირის მიერ საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნა/ორგანიზების გაწევა ან/და პირის მიერ უცხო ქვეყანაში საერთაშორისო დაცვის მისაღებად საქართველოს მოქალაქის მიერ მისი უფლებების ან თავისუფლებების დარღვევის თაობაზე მცდარი ინფორმაციის წარდგენის ხელშეწყობა/ორგანიზება

1. პირის მიერ ფინანსური ან სხვა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში წინასწარი შეცნობით უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნა/ორგანიზების გაწევა ან/და პირის მიერ ამავე მიზნით უცხო ქვეყანაში საერთაშორისო დაცვის მისაღებად საქართველოს მოქალაქის მიერ მისი უფლებების ან თავისუფლებების დარღვევის თაობაზე წინასწარი შეცნობით მცდარი ინფორმაციის წარდგენის ხელშეწყობა/ორგანიზება – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ბ) არაერთგზის; გ) ორი ან მეტი პირის მიმართ; დ) ყალბი დოკუმენტის გამოყენებით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე. 3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

 

შენიშვნა:

1. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება იმ პირს, რომელმაც ახლო ნათესავის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობები შექმნა ან/და ორგანიზება გაუწია ამ პირის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენას.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება იმ პირს, რომელმაც უცხო ქვეყანაში საერთაშორისო დაცვის მისაღებად ახლო ნათესავს ხელი შეუწყო მცდარი ინფორმაციის წარდგენაში ან/და ორგანიზება გაუწია ამ პირის მიერ მცდარი ინფორმაციის წარდგენას.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის იურიდიული პირისთვის ჯარიმის მინიმალური ოდენობა შეესაბამება ამ კოდექსის 42-ე მუხლით ფიზიკური პირისთვის გათვალისწინებული ჯარიმის ათმაგ ოდენობას.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან/და ჯარიმით.

სერვისები