გაფიცვის წესის დარღვევა
გაფიცვის წესის დარღვევა

დანაშაული მმართველობის წესის წინააღმდეგ - გაფიცვის წესის დარღვევა

გაფიცვის წესის დარღვევა ამ აქციის ორგანიზატორის მიერ, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე. 

  ადმინისტრაციულ წარმოებაში ცრუ ჩვენების, ყალბი დასკვნის ან ჩვენების მიცემა ანდა განზრახ არასწორად თარგმნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემა ან ექსპერტის მიერ ყალბი დასკვნის ან ჩვენების მიცემა ანდა თარჯიმნის მიერ განზრახ არასწორად თარგმნა, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

შენიშვნა: მოწმე, ექსპერტი ან თარჯიმანი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ იგი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე ნებაყოფლობით განაცხადებს თავის მიერ ცრუ ჩვენების, ყალბი დასკვნის ან ჩვენების მიცემის ანდა განზრახ არასწორად თარგმნის შესახებ. 

ადმინისტრაციულ წარმოებაში მოწმის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა ადმინისტრაციულ წარმოებაში მოწმის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, თუ ჩვენების მიცემის ვალდებულება განსაზღვრულია კანონით, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

სერვისები