დანაშაული მმართველობის წესის წინააღმდეგ - საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა
საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიისათვის ცრუ ახსნა-განმარტების მიცემა
საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიისათვის ცრუ ახსნა-განმარტების მიცემა, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე.
საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მონაცემის გახმაურება
საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მონაცემის სათანადო ნებართვის გარეშე გახმაურება, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.