დანაშაული მმართველობის წესის წინააღმდეგ - წვევამდელის მიერ სამხედრო ან ალტერნატიული შრომითი სამსახურისათვის თავის არიდება
1. წვევამდელის მიერ სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდება, მათ შორის, ავადმყოფობის სიმულაციით, სხეულის თვითდაზიანებით, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით ან სხვაგვარად მოტყუებით, − ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
2. წვევამდელის მიერ ალტერნატიული შრომითი სამსახურისათვის თავის არიდება, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ომიანობის ან საგანგებო მდგომარეობის დროს, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
სამხედრო სარეზერვო სამსახურისთვის თავის არიდება
პირის მიერ სამხედრო სარეზერვო სამსახურისთვის თავის არიდება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ, – ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
მობილიზაციით გაწვევისათვის თავის არიდება
მობილიზაციით გაწვევისათვის თავის არიდება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან რვა წლამდე.