ომიანობის დროს ბეგრის შესრულებისათვის თავის არიდება
ომიანობის დროს ბეგრის შესრულებისათვის თავის არიდება

დანაშაული მმართველობის წესის წინააღმდეგ -  ომიანობის დროს ბეგრის შესრულებისათვის ან გადასახადის გადახდისათვის თავის არიდება

ომიანობის დროს შრომითი მობილიზაციისათვის ან სხვა ბეგრის შესრულებისათვის ანდა გადასახადის გადახდისათვის თავის არიდება, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

თვითნებობა

1. თვითნებობა, ესე იგი ნამდვილად თავისი ან თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, – ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

 

ოფიციალური დოკუმენტის ან სახელმწიფო ჯილდოს შეძენა ან გასაღება

 ანგარების მიზნით შეძენა ან გასაღება ოფიციალური დოკუმენტისა ან სახელმწიფო ჯილდოსი, რომელიც პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან ათავისუფლებს რაიმე მოვალეობისაგან, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

სერვისები