სამართალწარმოების განხორციელებისთვის ხელის შეშლა
სამართალწარმოების განხორციელებისთვის ხელის შეშლა

დანაშაული სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ -  სამართალწარმოების განხორციელებისთვის, გამოძიებისთვის ან დაცვის განხორციელებისთვის ხელის შეშლა

1. საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით პროკურორის ან გამომძიებლის საქმიანობაში, აგრეთვე დაცვის განხორციელებისთვის ხელის შეშლის მიზნით ადვოკატის საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უკანონო ჩარევა, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

2. სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით სასამართლოს საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უხეში ჩარევა, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

2.​1. სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით ნაფიცი მსაჯულის (ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატის) საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უკანონოდ ჩარევა, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან 2​1 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

 

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით.

სერვისები