დანაშაული მტკიცებულების მოპოვების საპროცესო წესის წინააღმდეგ - მტკიცებულების განადგურება
მტკიცებულების განადგურება სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართლის საქმეზე, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
მტკიცებულების ფალსიფიკაცია
სამოქალაქო ან ადმინისტრაციული საქმის მონაწილის ან მისი წარმომადგენლის მიერ მტკიცებულების ფალსიფიკაცია, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაცია
1. ნაკლებად მძიმე დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაცია, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი პროკურორის, გამომძიებლის ან დამცველის მიერ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ოთხ წლამდე.
3. მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაცია, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.