დეზერტირობა 
დეზერტირობა 

დანაშაული სამხედრო სამსახურის წინააღმდეგ - დეზერტირობა 

1. დეზერტირობა, ესე იგი სამხედრო ან სამხედრო სარეზერვო სამსახურის მოსამსახურის მიერ სამხედრო ნაწილის ან სხვა ადგილის თვითნებურად დატოვება სამხედრო ან სამხედრო სარეზერვო სამსახურისთვის თავის არიდების მიზნით ანდა ამავე მიზნით სამსახურში გამოუცხადებლობა, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) სამსახურებრივი სარგებლობისათვის მინდობილი იარაღით;

ბ) ჯგუფურად, –ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე.

 

შენიშვნა: სამხედრო ან სამხედრო სარეზერვო სამსახურის მოსამსახურე, რომელიც პირველად ჩაიდენს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას, შეიძლება გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ დეზერტირობა გამოწვეული იყო მძიმე ვითარებით.

 

სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდება ავადმყოფობის სიმულაციით ან სხვაგვარად მოტყუებით

1. სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდება ავადმყოფობის სიმულაციით, სხეულის თვითდაზიანებით, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით ან სხვაგვარად მოტყუებით, – ისჯება სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

 

სამხედრო სარეზერვო სამსახურისთვის თავის არიდება ავადმყოფობის სიმულაციით ან სხვაგვარად მოტყუებით

სამხედრო სარეზერვო სამსახურის მოსამსახურის მიერ სამხედრო სარეზერვო სამსახურისთვის თავის არიდება ავადმყოფობის სიმულაციით, სხეულის თვითდაზიანებით, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით ან სხვაგვარად მოტყუებით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

სერვისები