დანაშაული სამხედრო სამსახურის წინააღმდეგ - სასაზღვრო სამსახურის შესრულების წესის დარღვევა
1. სასაზღვრო სამსახურის შესრულების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც სასაზღვრო განაწესის შემადგენლობაში შედის ან ასრულებს სასაზღვრო სამსახურის სხვა მოვალეობას, რამაც გამოიწვია ან შეეძლო გამოეწვია სახელმწიფო უშიშროების ინტერესის ხელყოფა, – ისჯება სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
2. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
3. სასაზღვრო სამსახურის შესრულების წესის დარღვევა მისდამი დაუდევარი ან არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულების გამო, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი, – ისჯება სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
საყარაულო სამსახურის წესის დარღვევა
1. საყარაულო სამსახურის წესის დარღვევა ყარაულის (ვახტიორის) მიერ, რამაც გამოიწვია ყარაულის (ვახტის) დასაცავი ობიექტის დაზიანება, – ისჯება სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
2. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
3. საყარაულო სამსახურის წესის დარღვევა მისდამი დაუდევარი ან არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულების გამო, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.