სამხედრო ქონების განზრახ დაზიანება ან განადგურება
სამხედრო ქონების განზრახ დაზიანება ან განადგურება

დანაშაული სამხედრო ქონების შენახვის ან ექსპლუატაციის წესის წინააღმდეგ - სამხედრო ქონების განზრახ დაზიანება ან განადგურება

1. იარაღის, საბრძოლო მასალის, სატრანსპორტო საშუალების, სამხედრო ტექნიკის ან სხვა სამხედრო ქონების განზრახ დაზიანება ან განადგურება, – ისჯება ჯარიმით ან სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

2. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

სამხედრო ქონების გაუფრთხილებლობით დაზიანება ან განადგურება

იარაღის, საბრძოლო მასალის, სატრანსპორტო საშუალების, სამხედრო ტექნიკის ან სხვა სამხედრო ქონების გაუფრთხილებლობით დაზიანება ან განადგურება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

 

სამხედრო ქონების შენახვის წესის დარღვევა

სამსახურებრივი სარგებლობისათვის მინდობილი იარაღის, საბრძოლო მასალის, სატრანსპორტო საშუალების, სამხედრო ტექნიკის ან სხვა სამხედრო ქონების შენახვის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია მისი დაკარგვა ან გაუვარგისება, – ისჯება ჯარიმით ან სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვით ვადით ექვს თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

სერვისები