აგრესიის აქტის დაგეგმვა, მომზადება, დაწყება ან წარმოება
აგრესიის აქტის დაგეგმვა, მომზადება, დაწყება ან წარმოება

დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ -  აგრესიის აქტის დაგეგმვა, მომზადება, დაწყება ან წარმოება

1. აგრესიის აქტის დაგეგმვა ან მომზადება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.

2. აგრესიის აქტის დაწყება ან წარმოება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.

შენიშვნა: 1. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება პირს, რომელსაც თავისი მდგომარეობის გამო აქვს სახელმწიფოს პოლიტიკური ან სამხედრო მოქმედებების ეფექტიანი კონტროლის ან ხელმძღვანელობის შესაძლებლობა.

 

2. ამ თავის მიზნებისთვის „აგრესიის აქტი“ ნიშნავს სახელმწიფოს მიერ შეიარაღებული ძალების გამოყენებას სხვა სახელმწიფოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ან სხვაგვარად, რაც ეწინააღმდეგება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებას.

3. პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება ამ მუხლით გათვალისწინებული ისეთი აგრესიის აქტის დაგეგმვისთვის, მომზადებისთვის, დაწყებისთვის ან წარმოებისთვის, რომელიც თავისი ხასიათით, სიმძიმითა და მასშტაბით აშკარად არღვევს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებას.

 

მოწოდება აგრესიის აქტის დაგეგმვისაკენ, მომზადებისაკენ, დაწყებისაკენ ან წარმოებისაკენ

1. საქვეყნოდ მოწოდება აგრესიის აქტის დაგეგმვისაკენ, მომზადებისაკენ, დაწყებისაკენ ან წარმოებისაკენ, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი საინფორმაციო საშუალებით ან სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

სერვისები