ეკოციდი
ეკოციდი

დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ -  ეკოციდი

1. ეკოციდი, ესე იგი ატმოსფეროს, მიწის, წყლის რესურსის მოწამვლა, ცხოველთა ან მცენარეული სამყაროს მასობრივი განადგურება, ანდა სხვა ქმედება, რასაც შეეძლო ეკოლოგიური კატასტროფა გამოეწვია, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან ოც წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი შეიარაღებული კონფლიქტის დროს, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თოთხმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.

დაქირავებულის მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში ან საომარ მოქმედებაში

1. შეგროვება, გაწვრთნა, დაფინანსება ან სხვაგვარი მატერიალური უზრუნველყოფა დაქირავებულისა, აგრეთვე მისი გამოყენება შეიარაღებულ კონფლიქტში ან საომარ მოქმედებაში, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ან არასრულწლოვნის მიმართ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან ცამეტ წლამდე.

3. დაქირავებულის მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში ან საომარ მოქმედებაში, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე.

შენიშვნა: დაქირავებულად ითვლება ის, ვინც არ არის შეიარაღებულ კონფლიქტში ან საომარ მოქმედებაში მონაწილე სახელმწიფოს მოქალაქე და მოქმედებს მატერიალური გასამრჯელოსათვის, მუდმივად არ ცხოვრობს ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, აგრეთვე ის, ვინც გაგზავნილი არაა ოფიციალური მოვალეობის შესასრულებლად.

სერვისები