სამართლებრივი დახმარების აღმოჩენაზე უარის თქმა
სამართლებრივი დახმარების აღმოჩენაზე უარის თქმა

ადმინისტრაციულ ორგანოთა საქმიანობის დებულებანი - უარის თქმა სამართლებრივი დახმარების აღმოჩენაზე

1. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია არ აღმოუჩინოს სამართლებრივი დახმარება, თუ: ა) ეს სცილდება მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებს; ბ) სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა ზიანს აყენებს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ინტერესებს ანდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონით დაკისრებულ ვალდებულებათა განხორციელებას.

2. თუ ადმინისტრაციული ორგანო უარს აცხადებს სამართლებრივი დახმარების აღმოჩენაზე, იგი ვალდებულია 3 დღის ვადაში წერილობით აცნობოს ამის შესახებ იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც თხოვნით მიმართა მას.

3. ადმინისტრაციულ ორგანოებს შორის დავას სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ წყვეტს საერთო ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო ასეთის არარსებობისას – სასამართლო.

4. სარჩელი სასამართლოს წარედგინება მხოლოდ შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს ზემდგომი ორგანოსაგან სამართლებრივი დახმარების აღმოჩენაზე წერილობითი უარის მიღების შემდეგ.

 

სამართლებრივ დახმარებაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურება

1. ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც ითხოვს სამართლებრივ დახმარებას, ვალდებულია აანაზღაუროს სამართლებრივი დახმარების გაწევისათვის აუცილებელი ხარჯები, თუ ისინი აღემატება 50 ლარს.

2. თუ სავარაუდოა ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ ოდენობაზე მეტი ხარჯები, ამის შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს წინასწარ უნდა ეცნობოს.

სერვისები