OHCHR – ადამიანის უფლებათა დაცვის სადარაჯოზე1471 2012.10.19
OHCHR – ადამიანის უფლებათა დაცვის სადარაჯოზე
ხშირად ვსაუბრობ იმ თემაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მსოფლიოს საერთო ჩართულობაადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. ამ საქმეში უდიდესი წვლილი რომ მიუძღვით საერთაშორისო ორგანიზაციებს, ესეც უდაო ფაქტია. რა თქმა გამოირჩევა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, რომელმაც მოახერხა მსოფლიოს ყურადღების მიბყრობა ამ საკითხისადმი დადაამკვიდრა მნიშვნელოვანი სტანდარტები. ადამიანის უფლებათა საკითხს განიხილავს გაეროს „ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარიატი“. იგი მსოფლიოს 40–ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. მისი მიზანია რაც შეიძლება მეტ ქვეყანაში იყოს რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციები და დაცული იყოს კანონის უზენაესობა ამ სფეროში.

კომისარიატი მხარს უჭერს მსოფლიოს ქვეყნებს კანონის განმტკიცებისა და დაცვისკენ გადადგმულ თითოეულ ნაბიჯში. მუშაობს ისეთ პრობლემებზე, როგორიცაა სიღარიბე, დისკრიმანიცია, კონფლიქტები, დაუსჯელობა, დემოკრატიის დეფიციტი და ინსტიტუციონალური სისუსტეები. კომისარიატი ასევე ხელს უწყობს ხალხის ინფორმირებას საკუთარ უფლებებსა და მოვალეობებში. მის პრიორიტეტებს წარმოადგენს:

  • ადამიანის უფლებათა სტანდარტების შესახებმთავრობის, სამოქალაქოდა ზოგადად საზოგადოებისათვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
  • სტანდარტების, კურსისადა პრაქტიკისდანერგვა ადგილობრივკანონმდებლობაში პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებით, განსაკუთრებით მართლმსაჯულების განხორციელების დროს;
  • პოლიტიკის ფორმირებისას ყურადღების გამახვილება კონფლიქტის შედეგად დაზარალებული და სხვა უმწეო ჯგუფების უფლებებზე;
  • ადამიანის უფლებათა საერთაშორისო შეთანხმებების შედეგად შექმნილი ორგანოების და აგრეთვე საქართველოში ჩამოსული მომხსენებლების/სპეციალური წარმომადგენლების მიერ შემუშავებული რეკომენდაციების დანერგვის პროცესის გაუმჯობესება;

გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლობა საქართველოშიც იმყოფება და გვერდში უდგას ადამიანის უფლებების სფეროს გავითარებას ქვეყანაში. ტარდება ტრენინგები და არსებობს არა ერთი პროგრამა, ამ სფეროს გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად.

((წყარო:http://www.ungeorgia.ge/eng/OHCHR.php))