ევროკომისია პოლონეთს სანქციებით დაემუქრა1119 2017.07.26
ევროკომისია პოლონეთს სანქციებით დაემუქრა
ევროკომისია პოლონეთს სასამართლო რეფორმის ირგვლივ შექმნილი პრობლემის მოსაგვარებლად 1-თვიან ვადას აძლევს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტის პირველმა მოადგილემ ფრანს ტიმერმანსმა განაცხადა. ინფორმაციას Washington Post-ი ავრცელებს. ტიმერმანსის განმარტებით, თუ აღნიშნულ ვადაში ვარშავა პრობლემას არ მოაგვარებს, ევროკომისია მზად არის ლისაბონის ხელშეკრულების მე-7 მუხლი აამოქმედოს, რაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოსთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. ამ შემთხვევაში პოლონეთი ევროკავშირის მინისტრთა საბჭოში ხმის მიცემის უფლებასაც დაკარგავს. 15 ივლისს პოლონეთის პარლამენტმა კანონპროექტიმიიღო, რომლის თანახმადაც,მინისტრებსა და დეპუტატებს ეძლევათიურიდიული უფლება, კონსულტაციის გარეშედანიშნონ მოსამართლე. კანონპროექტის წინააღმდეგ უფლებადამცველები და ოპოზიციონერები გამოვიდნენ. კრიტიკოსების თქმით, მსგავსი კანონმდებლობა ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ პრინციპებს და ძალაუფლებას არასამართლიანად ანაწილებს. 24 ივლისს აღნიშნულ კანონპროექტს პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ სასამართლო რეფორმის კანონს ვეტოდაადო. წყარო :imedinews.ge