ნაცისტური მისალმებისთვის ბერლინში ტურისტები დააკავეს1055 2017.08.07
ნაცისტური მისალმებისთვის ბერლინში ტურისტები დააკავეს
ბერლინში ნაცისტური მისალმებისათვის ორი ტურისტი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ორი ჩინელი ტურისტი„რაიხსტაგის" ფონზე ფოტოებს იღებდა, როდესაც ისინი პოლიციამ დააკავა. გერმანული მედიის ცნობით, 36 და 49 წლის მამაკაცები 600 დოლარის ოდენობით ჯარიმის გადახდის შემდეგ განთავისუფლდნენ. აღსანიშნავია, რომ გერმანიაში ნაცისტური სიმბოლიკის გამოყენება მკაცრად იკრძალება. აკრძალული სიმბოლიკის გამოყენების შემთხვევაში კი პირს, შესაძლოა, ჯარიმა ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთაც კი შეეფარდოს.