დღეიდან დღისა და ღამის საათებში ხმაურის დასაშვებ ნორმებზე გადაჭარბება იკრძალება951 2017.08.15
დღეიდან დღისა და ღამის საათებში ხმაურის დასაშვებ ნორმებზე გადაჭარბება იკრძალება
დღეიდან, 15 აგვისტოდან დღისა და ღამის საათებში ხმაურის დასაშვებ ნორმებზე გადაჭარბება იკრძალება. დარღვევის შემთხვევაში პირველ ჯერზე გაფრთხილება მოხდება, ხოლო შემდეგ შემთხვევაში კანონდარღვევა ჯარიმით განისაზღვრება: ფიზიკურ პირზე - 150, ხოლო იურიდიულ პირზე 500 ლარი. შემთხვევის განმეორების შემთხვევაში ჯარიმა გაორმაგდება. ახალი რეგულაციის მიხედვით, ხმაური 23 საათიდან დილის 8 საათამდე იკრძალება. ამ პერიოდში ბარ-რესტორნებიდან გამოსული ხმაური არ უნდა აღემატებოდეს 40ც დეციბალს. ამისშესახებ ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ მიმდინარე წლის 28 ივნისს შევიდა. წყარო :imedinews.ge