ქონების ფასის ლარით მითითების წესის დარღვევის გამო ჯამში 46 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა გამოიწერა935 2017.08.21
ქონების ფასის ლარით მითითების წესის დარღვევის გამო ჯამში 46 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა გამოიწერა
1–ლი ივლისიდან დღემდე ლარით ფასის მითითების დარღვევის 245 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 207 შემთხვევაში მეწარმე სუბიექტები მხოლოდ გაფრთხილდნენ, ხოლო 38 შემთხვევაში ფულადი სანქცია დაეკისრათ. ფინანასთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, 36 მეწარმე სუბიექტს 1 000 ლარიანი ჯარიმა, ხოლო 2 მეწარმეს 5 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრათ. შესაბამისად, 46 დღეში სამართალდარღვევებზე ჯამში, 46 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმაა გამოწერილი. როგორც ფინანასთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში განაცხადეს, ფასის ლარით მითითების წესს ძირითადად სამშენებლო სფეროს წარმომადგენლები და ტურ-ოპერატორები არღვევენ. 2017წლის 1-ლი ივლისიდან, მეწარმე ვალდებულია საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციისა და მომსახურების გაწევის შეთავაზების ან რეკლამირების შემთხვევაში, ფასი ლარით მიუთითოს. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, წინადადების მიმცემის ან რეკლამის დამკვეთის მიერ ცვლილებით გათვალისწინებული წესის დარღვევა, პირველ შემთხვევაში გამოიწვევს მეწარმის გაფრთხილებას, იგივე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ჯარიმა 1 000 ლარით განისაზღვრება. ამ წესით დადგენილი პირობების ყოველი მომდევნო დარღვევისას კი, მეწარმე სუბიექტი 5 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ლარით სავალდებულო ფასდადების მოთხოვნა მეწარმე სუბიექტებს ეხებათ. თუმცა, არიან გამონაკლისი მეწარმეები, რომლებზეც ეს წესი არ ვრცელდება. მათ შორის იმ მეწარმე სუბიექტებზე, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ავიაბილეთების რეალიზაციასთან, სასტუმროს და ტურისტულ მომსახურებასთან, თუ აღნიშნული ხორციელდება უცხოურ ენაზე, ასევე აზარტულ თამაშობებთან; როუმინგის მომსახურებასთან; უცხოეთში გადაზღვევის მომსახურებასთან; ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, ნავთობისა და წყალმომარაგების იმპორტთან, ექსპორტთან/რეექსპორტთან და/ან ტრანზიტთან და ა.შ. წყარო : www.bpn.ge