როდის თავისუფლდებით კრედიტის წინსწრებით დაფარვის საკომისიოსგან1085 2017.08.24
როდის თავისუფლდებით კრედიტის წინსწრებით დაფარვის საკომისიოსგან
მიმდინარე წლის პირველი ივნისიდან ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესი ამოქმედდა. ეროვნულმა ბანკმა დეტალურად გაწერა, თუ რა ვალდებულებები ეკისრებათ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, ბანკებს, ასევე საკრედიტო კავშირებსა და კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტებს სესხის გაცემისა თუ დეპოზიტის/თამასუქის მოზიდვისას.ახალ რეგულაციებში ასევე გაწერილია, რამდენი უნდა გადაიხადოს მომხმარებელმა კრედიტის წინსწრებით დაფარვის შემთხვევაში. საკომისიო იანგარიშება იმის მიხედვით, თუ რა თანხა აქვს დარჩენილი მომხმარებელს და რა ვადაში უნდა დაეფარა ის. შესაბამისად, საკომისიო შეიძლება იყოს შემდეგი ოდენობის:ა) თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 6-დან 12 თვემდე, საკომისიო/პირგასამტეხლო არ უნდა აღემატებოდეს კრედიტის ნარჩენი ძირითადი თანხის 0.5%-ს.ბ) თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 12-დან 24 თვემდე, საკომისიო/პირგასამტეხლო არ უნდა აღემატებოდეს კრედიტის ნარჩენი ძირითადი თანხის 1%-ს.გ) თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 24 თვეზე მეტი, საკომისიო/პირგასამტეხლო არ უნდა აღემატებოდეს კრედიტის ნარჩენი ძირითადი თანხის 2%-ს.ამასთან, ფინანსურ ორგანიზაციას პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება არ აქვს, თუ:ა) ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 6 თვეზე ნაკლები;ბ) კრედიტის რეფინანსირება ხდება იმავე ფინანსური ორგანიზაციის მიერ გაცემული ახალი კრედიტით;გ) კრედიტის წინსწრებით დაფარვა ხდება ფინანსური ორგანიზაციის მოთხოვნით;დ) კრედიტის წინსწრებით დაფარვა ან რეფინანსირება ხდება ფინანსური ორგანიზაციის მხრიდან ხელშეკრულებებში შესატან ცვლილებებზე მომხმარებლის მხრიდან დაუთანხმებლობის მიზეზით. წყარო :www.bm.ge