სკოლის ბუფეტებში არაჯანსაღი პროდუქტის გაყიდვა აიკრძალა854 2017.09.04
სკოლის ბუფეტებში არაჯანსაღი პროდუქტის გაყიდვა აიკრძალა
განათლების მინისტრის ბრძანების საფუძველზე, ახალი სასწავლო წლიდან სკოლის ბუფეტებში არაჯანსაღი პროდუქტის გაყიდვა აიკრძალება.ალექსანდრე ჯეჯელავას ბრძანების თანახმად, სკოლის ბუფეტშიაიკრძალება - საღეჭი რეზინის,შოკოლადის, კანფეტების, არომატიზებული წასახემსებლების (ჩიფსები, ჟელიბონი და სხვა) გაყიდვა. ამასთან აიკრძალება - მაიონეზით შეზავებული პროდუქციის, სოკოს, ასევე დაკონსერვებული პროდუქტების, კრემიანი საკონდიტრო ნაწარმისა და მინერალური წყლის გარდა სხვა გაზიანი სასმელების გაყიდვა.სამინისტრო მიუთითებს იმპროდუქტების ჩამონათვალს, რომლის გაყიდვაც სკოლებში განხორციელდება: ხილი და ბოსტნეული; წყალი, ხილის წვენი, ხილის კომპოტი, კისელი, ფერმენტირებული რძის სასმელი (იოგურტი), ხილის წვენითა და დაბალცხიმიანი რძით ან იოგურტით დამზადებული სასმელები (სასურველია გამდიდრებული კალციუმით), ჩაი და კაკაო.სკოლის ბუფეტების შესაბამისობას აღნიშნული ბრძანების პირობებთან,დირექციასთან ერთად, განათლების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის მონიტორინგისა და კოორდინაციის სამმართველო განახორციელებს.