წითელ ხიდზე 16,780 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს938 2017.09.04
წითელ ხიდზე 16,780 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს
31 აგვისტოს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,წითელი ხიდი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, 16,780 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს. თურქეთის მოქალაქეს არადეკლარირებული ტვირთი, კუთვნილ ავტომანაქანაში მოწყობილ სამალავში ჰქონდა განთავსებული. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289 მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ პირს ჩამოერთვა არადეკლარირებული საქონელი, სატრანსპორტო საშუალება და შეეფარდა ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით.