შემოწირულობის სახით „ქართულმა ოცნებამ" 4,5 მილიონი, ალეკო ელისაშვილმა კი 9.7 ათასი ლარი მიიღო970 2017.09.06
შემოწირულობის სახით „ქართულმა ოცნებამ" 4,5 მილიონი, ალეკო ელისაშვილმა კი 9.7 ათასი ლარი მიიღო
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2017 წლის აგვისტოს თვეში პოლიტიკური პარტიებისა და დამოუკიდებელი კანდიდატების მიერ მიღებულმა შემოწირულებებმა ჯამში4,869,215.92ლარი შეადგინა. 2017 წლის აგვისტოს თვეში ყველაზე მეტი შემოწირულება - 4,555,993.00 ლარი „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, მეორე ადგილზეა „ევროპული საქართველო“ 287,440 ლარით, ხოლო დამოუკიდებელი კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი მესამე ადგილზეა 9,770 ლარის შემოწირულებით. აგვისტოში 7000 ლარი მიიღო „ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა - გირჩი“, ხოლო „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მიღებული აქვს 5,330 ლარი.