მძღოლების ნაწილისთვის შრომისა და დასვენების რეჟიმის დაცვა სავალდებულო გახდა1019 2017.09.06
მძღოლების ნაწილისთვის შრომისა და დასვენების რეჟიმის დაცვა სავალდებულო გახდა
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი დირექტივა საერთაშორისო გადაზიდვებში ჩართულ ქართულ კომპანიებს შრომისა და დასვენების რეჟიმის დაცვას ავალდებულებს. მძღოლისთვის დადგენილია ორკვირიანი ჯამური, თანმიმდევრული მართვის ხანგრძლივობა, რომელიც შეადგენს არაუმეტეს 90 საათს. როგორც სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში საქმის კურსს განუმარტეს, აღნიშნული ორი კვირა გათვლილია 5 დღიან სამუშაო დღეზე, რაც ორი კვირის განმავლობაში ჯამში შეადგენს 10 დღეს. თუ 90-ს შევაფარდებთ 10-ზე, მივიღებთ დღიურ დატვირთვას 9 საათს, რაც ნიშნავს, რომ მძღოლმა 9 საათზე მეტი საჭესთან არ უნდა გაატაროს, - აცხადებს ელიზბარ დარჩიაშვილი. მისი თქმით, მძღოლს არ შეუძლია, რომ 9 საათის განმავლობაში შეუსვენებლივ იმოძრაოს. ის ყოველ ოთხსაათნახევრის შემდეგ ვალდებულია განახორციელეს არანაკლებ 45 წუთით შესვენება. მძღოლის მიერ შრომისა და დასვენების რეჟიმი რეგისტრირდება სპეციალური საკონტრილო მოწყობილობის საშუალებით, რომელსაც ტაქოგრაფი ჰქვია. სააგენტოს თქმით, ციფრული ტაქოგრაფის გამოყენება საერთაშორისო გადაზიდვებში ჩართული კომპანიებისთვის უკვე სავალდებულოა. მათივე ინფორმაციით, ასეთი მოწყობილობოთ უკვე სარგებლობს 1100 მძღოლი. ევროდირექტივის შესაბამისად, საერთაშორისო გადაზიდვებში ჩართული კომპანიებისთვის მიმდინარე წლის 31 დეკემბრიდან სავალდებულო ხდება ასევე სიჩქარის შემზღუდავი მოწყობილობის მონტაჟი. ცვლილებების შედეგად ავტობუსებისა და მიკროავტობუსებისთვის 100 კილომეტრი სიჩქარეზე მეტით, ხოლო სატვირთო ავტომობილებისთვის 90 კილომეტრი სიჩქარით, მოძრაობა იზღუდება. წყარო: bm.ge