1085
2017.09.12
შსს-მ 1999 და 2002 წელს დაბადებული ორი პირი 60 000 დოლარის გატაცებისთვის დააკავა
შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ძარცვის ბრალდებით, 2 პირი: 1999 წელს დაბადებული თ.ჩ და 2002 წელს დაბადებული ზ.ვ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თბილისში, ტაბიძის ქუჩაზე, მოქალაქეს კუთვნილი ავტომანქანის სალონიდან 60 000 აშშ დოლარი გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ, ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის სარდაფიდან, გატაცებული თანხა სრულად, ნივთმტკიცებად ამოიღო.
დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ძარცვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტთ).