ესპანეთმა “ფეისბუქი” 1,2 მილიონი ევროთი დააჯარიმა1064 2017.09.12
ესპანეთმა “ფეისბუქი” 1,2 მილიონი ევროთი დააჯარიმა
ესპანეთის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ორგანიზაციამ საერთაშორისო სოციალური ქსელი „ფეისბუქი“ 1,2 მილიონი დოლარით დააჯარიმა. მიზეზად მომხმარებლების პერსონალური მონაცემების თანხმობის გარეშე გავრცელება დასახელდა. ორგანიზაციაში დააზუსტეს, რომ „ფეისბუქმა“ არ გააფრთხილა მომხმარებლები , როგორ გამოიყენებს ის მათ ინფორმაციას (იდეოლოგია, სქესი, რელიგიური შეხედულებები და ა.შ). „ფეისბუქის“ კონფიდენციალურობის პოლიტიკა გაურკვეველ ტერმინოლოგიას მოიცავს. სააგენტო თვლის, რომ სოციალური ქსელი არ ზრუნავს მომხმარებლების სრულ უსაფრთხოებაზე“, – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.