1038
2017.09.13
სათამაშოების უსაფრთხოება კანონით დარეგულირდება
ეკონომიკის სამინისტრო სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ევროდირექტივის ამოქმებას გეგმავს.სამინისტროს სავაჭრო მოლაპარაკებებისა და DCFTA-ის კოორდინაციის სამმართველოს ხელმძღვანელმა გიორგი ჩიტაძემ„კომერსანტთან“ განაცხადა, რომ 2018 წელს უწყება ბაზრის ზედამხედველობის შესახებ კანონს მიიღებს. მისი შეფასებით, ინდუსტრიულ და სამომხმარებლო პროდუქტების ბაზარზე ზედამხედველობის სისტემა ასევე მოიცავს და სათამაშოებზე ზედამხედველობასაც.
გიორგი ჩიტაძის განმარტებით, ბაზრის ზედამხედველობის სისტემის ჩამოყალიბებისთვის კანონმდებლობის პირველად ვერსიაზე მუშაობა უკვე დასრულებულია.
„ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, სათამაშოების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ქართული კანონმდებლობა ევროპისას უნდა დაუახლოვდეს. ევროდირექტივის შესაბამისად, კანონმდებლობა 2019 წლის ბოლომდე უნდა ამოქმედდეს. ეს იქნება ტექნიკური რეგლამენტი.“, -აღნიშნავს ჩიტაძემ.
მისივე თქმით, ევროდირექტივა განსაზღვრავს, თუ როგორი პროდუქტი შეიძლება ჩაითვალოს უსაფრთხოდ და ადგენს პარამეტრებს, თუ რას უნდა აკმაყოფილებდეს ნივთი.
„ეს პარამეტრები სხვადასხვა პროდუქტზე სხვადასხვაა. რიგ შემთხვევაში შეიძლება იყოს საღებავის შემცველობა, რიგ შემთხვევაში დეტალებად დაშლის რაოდენობა, ასევე რამდენად დაცულია, რომ ელექტროშოკი არ გამოიწვიოს და ა.შ.“, - განაცხადა ჩიტაძემ.
როგორც ცნობილია, საქართველოს მიერ გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებება, DCFTA (ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება) სხვა საკითხებთან ერთად, გულისხხმობს როგორც საქონლით, ისე მომსახურებით ვაჭრობის ლიბერალიზაციას. გარდა ამისა, DCFTA მოიცავს ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხთა ფართო სპექტრს (მაგ.: სურსათის უვნებლობა, კონკურენციის პოლიტიკა, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, ფინანსური მომსახურება და სხვა) და ითვალისწინებს ვაჭრობასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის ეტაპობრივ დაახლოებას ევროკავშირის კანონმდებლობასთან.
წყარო: კომერსანტი